სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გული კინაღამ გამისკდა მოულოდნელობისგან..რა არის ისე კაცის ცხოვრება?! თავისუფლება სერგიას!" - ზუმბა

მუსიკოსი ზუმბა ქუთაისელ სერგიაზე, რომელსაც ხალხი ვიდეოებიდან იცნობს, სტატუსს აქვეყნებს:


"თავისუფლება სერგიას!!!!!!!


დიდი ხნის წინ, ქუთაისში ვართ, კონცერტი გვაქვს მესხიშვილის თეატრში.
ხოდა კონცერტამდე სცენაზე ვდგავარ, აპარატურას ვაწყობთ, ინსტრუმენტებს ვაერთებ. იმ სიტუაციაში მარტო ვარ, გიტარას ვამოწმებ და ხმის რეჟისორს ველოდები. მასპინძლები და ჩემი ჯგუფის წევრები გასულები არიან. უცბად ვიღაცა მოვიდა. გვერდიდან გავხედე, სოლიდურად აცვია, სუფთად, პალტოთი, გაპარსული და მომადგა. თურმე სერგიაა. აბა, მე რა ვიცი, მაშინ არ ვიცნობდი. მე ორგანიზატორი მგონია ან რეჟისორი. თეატრში ვართ თან. ძირითადად ზოგადსაკაცობრიო თემებზე ვილაპარაკეთ, ცოტა მუსიკაზე, ცხოვრებაზე, მშვენივრად, გამართულად. ეჭვიც ვერ შევიტანე მაგის კრამიტის დაცურების ამბავში. ხოდა ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ, ჩემებიც და ადგილობრივი მასპინძლებიც. სერგია რომ დაინახეს, შენ აქ რა გინდაო, დაუძახეს.



ამანაც იმათი ხმა რომ გაიგო, ეგრევე გამოეცვალა სახე, მიმიკა და განწყობილება, თითქოს სადღაც რაღაც გადართოო. შეეტყო, რომ პროგრამა "სერგია სტანდარტ"-ზე დააყენა. მერე უცებ მომიტრიალდა და მთელი ძალით ხმამაღლა დამჭყივლა - "ზუმბაია, შე მეტალისტოოოო!"
გული კინაღამ გამისკდა მოულოდნელობისგან.



იმის მერე კი შევხვდით რამოდენიმეჯერ. თბილად მომიკითხავდა ხოლმე.
მე ვუყვარვარ თან, მაფასებს, მაგრამ ერთი ერთზე საუბრის საშუალება აღარც მოგვცემია და იმასაც აღარც უცდია გამოერთო თავისი "სერგია სტანდარტ" პროგრამა.
შენო ბავშვობიდან გისმენდიო და ყველა შენი სიმღერა ვიცი, ქუჩაში რომ უკრავდი იმ პერიოდიდანო...
რა არის ისე კაცის ცხოვრება?!" - წერს ზაზა კორინთელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100