სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

სინოპტიკოსები 29 იანვარს ქუთაისში მზიან ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსს პროგნოზირებენ. ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

ოზურგეთშიც იწვიმებს მოსალოდნელი. დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, სინოპტიკოსები +9 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +9, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

ზუგდიდშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 იქნება. მზიანი სოხუმშიც წვიმაა მოსალოდნელი. +7 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოთოვს. დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ასევე წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +8 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმაა ნავარაუდევი და +6 გრადუსი, ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი. ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მოთოვს, +4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გორში მცირე ნალექს ვარაუდობენ, +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამე კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

მოთოვს გუდაურში, აქ -1 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა +0 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე იწვიმებს თელავში, სადაც დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით -3 გრადუსი იქნება.

ნალექს ვარაუდობენ რუსთავშიც. დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100