სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის ოპოზიცია „ევრო–2012"–ს პატრიოტული მოწოდებებით ეგებება!

ამ დღეებში კიევი საფეხბურთოსთან ერთად, პოლიტიკური ციებ–ცხელებითაც არის შეპყრობილი. კარვების ქალაქი დიდი ხანია ოპოზიციონერთა ბრძოლის სიმბოლოდ იქცა კიევში.

უკრაინის ოპოზიციის კარვების ქალაქში კრეშჩატიკზე, „ბატკივშჩინას" პარტიის ინიციატივით, დაიწყო პროექტი „უკრაინის პატრიოტი" – ტიმოშენკოს დაკავების ფოტოებს ურიგებენ ყველა მსურველს. როგორც პარტიის პრეს–სამსახურში განმარტავენ, ფოტოები სიტყვებით: „She doesn't surrender, and we together with her" („ის არ ნებდება და, მასთან ერთად – არც ჩვენ") არის კიდეც მათი სლოგანი.

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის დედაქალაქში ბევრი სტუმარია ჩამოსული. პარტიის წარმომადგენლები ყოველ სტუმარს მოუწოდებენ, გახდეს უკრაინის პატრიოტი!

საკუთარ ფოტოგამოსახულებას ის მიიღებს 15 წუთში; ხოლო „პატრიოტის" მადასტურებელი დოკუმენტაცია მთელი მოცულობით, პერსონალური ფოტოს გარდა, გულისხმობს: იულია ტიმოშენკოს ფოტოს, ოპოზოციის აქციების ფოტოებს „ბატკივშჩინის" ლიდერის დაკავების დროიდან, მისალმების ტექსტებს და იმ საფეხბურთო მატჩების კალენდარს, რომლებიც კიევში ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100