სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამდენიმე საათის წინ გერმანელმა სპეციალისტებმა ე–კოლის წარმომავლობა დაადგინეს

დაახლოებით ერთი საათის წინ გერმანულმა ახალი ამბების პორტალმა heute.de–მ გამოაქვეყნა სენსაციური ცნობა, რომ გერმანელმა მსოფლიოს თავის ტკივილად ქცეული ნაწლავური ინფექციის, ე–კოლის წარმომავლობა დაადგინეს. ამ ინფექციის კერა, არც მეტი, არც ნაკლები ამ უწყინარი მცენარის – სოლინჯის, იგივე უცხო სუნელის თესლშია აღმოჩენილი, რომელიც ევროპაში აფრიკის ქვეყნებიდან შემოდის და ფრიად პოპულარულ სანელებლად ითვლება, მათ შორის საქართველოშიც.

Trigonella foenum-graecum (რაც ქართულად „ბერძნულ თივად“ ითარგმნება) – სწორედ ის მცენარეა, რომლის თესლიდანაც გავრცელდა მომაკვდინებელი ინფექცია. მართალია, სპეციალისტებმა ე–კოლის წარმომავლობა დაადგინეს, მაგრამ ახლა იმას სწავლობენ, თუ როგორ შეაღწია ინფექციამ უცხო სუნელის, იგივე სოლინჯის თესლში. ჯერჯერობით ამ თემაზე მხოლოდ ვარაუდები და სამუშაო ვერსიები არსებობს.

გერმანელის სპეციალისტების სენსაციურ აღმოჩენას უკვე მოჰყვა პირველი რეაქცია ევროპის ქვეყნებში: ახლა იქ იმაზე მუშაობენ, რომ სოლინჯის ეგვიპტიდან შემოტანა აიკრძალოს. სავარაუდოდ, დილიდან თესლის შემოტანა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში აიკრძალება, უკვე შემოტანილის ამოღება კი სასწრაფო წესით დაიწყება. ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობა ახალი აღმოჩენის შესახებ უკვე გააფრთხილეს ტელევიზიით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100