სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვლადიმერ ბედუკაძემ იმ პირის ვინაობა დაასახელა, ვისაც "ციხის ფირები" გადასცა

პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის ავტორმა, ტელეკომპანია "მაესტროსთან" იმ პირის ვინაობა დაასახელა, რომელსაც სკანდალური მასალა გასავრცელებლად გადასცა. როგორც ბედუკაძე აცხადებს, ის არის მისი მეგობარი გიორგი ლომია. ბედუკაძე ლომიას მოუწოდებს, ეყოს გამბედაობა და განაცხადოს, რა მიზნით გადაეცა მას პატიმრების წამების ამსახველი მასალა.

"ეყოს გამბედაობა და თქვას, რა მიზნით ვთხოვე მას დახმარება ამ მასალის სააშკარაოზე გამოსატანად. მსოფლიოსთვის უნდა მეჩვენებინა სააკაშვილის რეჟიმის ნამდვილი სახე. ეყოს გამბედაობა და თქვას, რა მიზნებით ჩავაბარე ჩემი მეგობრები, ფარულავა და აკობია, რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ და ჩემთან ერთად საქმეში უნდა ჩართულიყვნენ", - აცხადებს ბედუკაძე.

რაც შეეხება გიორგი ლომიას, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის ინფორმაციით, იგი "წინააღმდეგობის მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია და ბედუკაძესთან ურთიერთობის დეტალებზე ხვალინდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100