სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის კიდევ ერთი ქალი, რომელიც აშშ-ის ექსპრეზიდენტთან რომანზე ალაპარაკდა - ტრამპის განცხადება სასამართლოს შემდეგ და დავის ახალი დეტალები

მე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ექ­სპრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამპს ბრალ­დე­ბა 34 პუნ­ქტით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, მათ­გან ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლია საქ­მე, რო­მე­ლიც ტრამ­პი­სა და ყო­ფი­ლი პორ­ნო­ვარ­სკვლა­ვის, სტორ­მი დე­ნი­ელ­სის ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, დო­ნალდ ტრამპმა დე­ნი­ელსს 130 000 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და იმის­თვის, რომ ჩუ­მად ყო­ფი­ლი­ყო და არ ეთ­ქვა, რომ წარ­სულ­ში სექ­სი ჰქონ­დათ. რო­გორც ირ­კვე­ვა, საქ­მე­ში კი­დევ ერთი ქალი ფი­გუ­რი­რებს. დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ტრამ­პის სა­ხე­ლით თან­ხა გა­და­უ­ხა­დეს კი­დევ ერთ ქალს, კა­რენ მაკ­დუ­გალს. მაკ­დუ­გა­ლი არის Playboy-ის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი და ისე­ვე, რო­გორც სტორ­მი დე­ნი­ელ­სი, ისიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ აშშ-ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტთან რო­მა­ნი ჰქონ­და. მისი თქმით, ტრამ­პთან რო­მა­ნი 10 თვე გაგ­რძელ­და. მაკ­დუ­გალ­მა მო­დე­ლის კა­რი­ე­რა 20 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ში. შემ­დეგ "ფლე­ი­ბო­ის" ფურ­ცლებ­ზე გა­მოჩ­ნდა. მუ­შა­ობ­და ფიტ­ნეს მო­დე­ლად და 1999 წელს გახ­და პირ­ვე­ლი ქალი, რომ­ლის ფო­ტოც ჟურ­ნალ Men's Fitness-ის გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­დეს. ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი ჰქონ­და სხვა­დას­ხვა ფილმში. მათ შო­რის, 2000 წელს ფილმში "ჩარ­ლის ან­გე­ლო­ზე­ბი.“ "ნიუ იორ­კე­რი" წერს, რომ მაკ­დუ­გა­ლის თქმით, დო­ნალდ ტრამპს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, 2006 წელს, "ფლე­ი­ბო­ის" ოფის­ში შეხ­ვდა, მი­სი­ვე თქმით, ტრამპს, რო­მე­ლიც და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, ქალი მო­ე­წო­ნა და მა­შინ­ვე გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. "მი­თხრა, რომ ლა­მა­ზი ვი­ყა­ვი“, - იხ­სე­ნებს მაკ­დუ­გა­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100