სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მტკვარში ნაპოვნი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი დააკავეს

ნაწამები მამაკაცის ცხედარი რუსთავში - დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე მისი მეგობარი, გიორგი გეთიაშვილი დააკავეს. გეთიაშვილს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. მისთვის ბრალის წარდგენა დღეს ოფიციალურად მოხდება, თუმცა გეთიაშვილის ახლობლები პროცესს უკანონოდ მიიჩნევენ.

ბრალდებულის ახლობლების განცხადებით, ინფორმაცია გეთიაშვილის დაკავების შესახებ მხოლოდ 24 საათის შემდეგ შეიტყვეს, მათი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

ოჯახის წევრებთან ერთად, ადვოკატი პოლიციის შენობაში შეშვებას რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა.

ადვოკატის მტკიცებით, საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს რომელთაგანაც ორი სამართალდამცველია და ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. 36 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას დანით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი მას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100