"დედაჩემის სიმსივნესთან ბრძოლის პარალელურად, ვგრძნობდი, რომ რაღაც მეტი უნდა გამეკეთებინა" - პატრიკ დემპსმა კიბოს ცენტრი დააარსა
ყველაზე რეიტინგული სერიალის "გრეის ანატომიის" ვარსკვლავი პატრიკ დემპსი, რომელიც ეკრანზე დერეკის როლს ასრულებდა, საზოგადოებამ მალევე შეიყვარა და ჯერაც ვერ პატიობს სცენარის ავტორს, შონდა რაიმსს სერიალში მის ტრაგიკულად დაღუპვას.
გარდა იმისა, რომ პატრიკი საოცრად კარგი პერსონაჟი იყო და ზოგადად კარგი მსახიობია, ბევრმა არ იცის მისი სხვა საქმიანობაც, რომელიც ბევრად უფრო კარგ იდეას ემსახურება, ვიდრე ფილმსა და სერიალში თამაშია.
დემპსიმ დააარსა ცენტრი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ემსახურება და ეს იდეა შემთხვევითი არ ყოფილა - მის ცხოვრებაში ყველაზე გარდამტეხმა ეპიზოდმა უბიძგა მსახიობს, დახმარებოდა იმ ხალხს, რომლებსაც ეს ვერაგი დაავადება აწუხებს.
"1997 წელს დედაჩემს დაუდგინდა საკვერცხის სიმსივნე. მისი ხანგრძლივი და დამღლელი ბრძოლა ინსპირაცია გახდა ჩემთვის, გამეხსნა კლინიკა "დემპსი ცენტრი". ეს იქნებოდა დაწესებულება, სადაც ერთდროულად მოხდებოდა სიმსივნით დაავადებული ადამიანების მკუნალობა, თერაპია, სპეციალურად შემუშავებული კურსი, რომელიც სხვადასხვა სტადიის პაციენტებს როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად დაეხმარებოდა. ამ საქმიანობით რომ დავინტერესდი და გავიკითხე, აღმოჩნდა, რომ მთელს რეგიონში მსგავსი კლინიკა არ არსებობდა.
დედაჩემის სიმსივნესთან ბრძოლის პარალელურად, მე უფრო და უფრო წარმატებული ვხდებოდი ჩემს კარიერაში და ვგრძნობდი, რომ დრო იყო, რაღაც უფრო დიდი გამეკეთებინდა, როგორიცაა ქველმოქმედება. ამის გააზრებისას, იმასაც ვხვდებოდი, რომ ბევრი ადამიანის დახმარება შემეძლო და ეს სასიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა გულში. არ მინდოდა, ეს სტანდარტული საქველმოქმედო ფონდი ყოფილიყო, სადაც ორგანიზაციის წევრები დავსხდებოდით, ვივახშმებდით და სამომავლო გეგმებს განვიხილავდით - ეს ნამდვილად ბევრს არაფერს მოუტანდა კიბოთი დაავადებულ პაციენტებს.
ცენტრი 2008 წელს მენის შტატში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ლევინსტონში გავხსენით. ვეხმარებით ყველას, ვინც არის სიმსივნით დაავადებული და კარს მოგვადგება. საკმაოდ ეფექტურია ჩვენი ცენტრის მუშაობა. აქ პაციენტის ჯანმრთელობასთან ერთად, მის განწყობაზეც ვზრუნავთ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მკურნალობის პროცესის წარმატებით დასრულებაში".
კომენტარი