სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძემ გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.
როგორც ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, შსს ისევე განაგრძობს მის მოტყუებას, როგორც საქმის მიმდინარეობისას ახორციელებდა თავდაპირველად შსს და შემდეგ პროკურატურა.
"მერაბ მორჩაძე არ ყოფილა შსს-ს აღმოჩენა. ეს პირი პროკურორებმა კარგად იცოდნენ და ხელისუფლება ამით ცდილობს კალანდიას საქმე გადაფაროს. სუბელიანი პირველივე დღიდან იყო ამ საქმეზე დასაკავებელი. არის თუ არა პრიკურატურა ამაში დამნაშავე?! მე ახლა გახარიას გადადგომას ვითხოვ, რადგან მან ფეხებზე დამიკიდა. ის ისევე განაგრძობს ჩემს მოტყუებას, როგორც ეს საქმის დასაწყისში ხდებოდა. არ შეეფერება ის ამ თანამდებობას. ამასთან, უნდა გადადგეს თეა წულუკიანი" - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100