სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

61 წლის ქალმა საკუთარი მამა მოკლა, რადგან მოხუცი მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ცდილობდა

არიზონას შტატის მაცხოვრებელმა 61 წლის სუზან დიბუამ საკუთარი მამა, 91 წლის ფსიქიკურად დაავადებული მოხუცი მოკლა, რადგან მამაკაცი შვილთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას ცდილობდა. საქმე იმაშია, რომ მოხუცს ქალიშვილი საკუთარ გარდაცვლილ ცოლში აერია და ზურგიდან მიეპარა - წერს Daily Mail.

სუზანი მოხუც მამასთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა. მამაკაცს დემენცია ჰქონდა (ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ფსიქიკურ აშლილობას იწვევს) და ვითარება ყოველ თვიურად უფრო და უფრო რთულდებოდა. თავიდან მას მეხსიერების პრობლემები დაეწყო და ხშირად ერეოდა თავისი ქალიშვილი გარდაცვლილ ცოლში. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის მიზნით არა ერთხელ დასხმია მას თავს. პირველი თავდასხმა 2017 წლის 4 ოქტომბერს მოხდა, თუმცა სუზანმა შეძლო თავი დაეღწია მისთვის. შემდეგ უკვე ორ კვირაში განმეორდა იგივე. ქალი სამზარეულოში საქმიანობდა, რა დროსაც დემენციით დაავადებული მამაკაცი ზურგიდან მიეპარა და მისი გაუპატიურება მოინდომა. სუზანმა მთელი ძალით ჩაარტყა თავში ბლაგვი საგანი, წაქცევის შემდეგ კი რამდენჯერმე კიდევ დაარტყა. მოხუცი სისხლისგან იცლებოდა. შვილმა ეზოში გაათრია გონება დაკარგული მამა და იქვე დატოვა, შემდეგ სამზარეულოს იატაკი სისხლისგან გაასუფთავა, მეორე დღეს კი პოლიციაში დარეკა და განუცხადა, რომ მოხუცი დაეცა და გარდაიცვალა.

სუზანმა ვერ გათვალა, რომ გვამის ექსპერტიზა გარდაცვალების რეალურ მიზეზს დაადგენდა. აღმოჩნდა, რომ მოხუცი მრავლობითი დაზიანებებისა და სისხლის დაცლისგან იყო მკვდარი.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახლა 30 ათასი დოლარი გირაოს სანაცვლოდ არის დროებით გამოშვებული, თუმცა სასამართლოს სხდომა 2 თებერვალს არის ჩანიშნული და საბოლოოდ გადაწყდება სუზანის ბედი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100