მეცნიერებმა „დაკარგული“ ფაუნა აღმოაჩინეს
მეცნიერთა ჯგუფმა მოახრხა რამდენიმე ახალი ჯიშის ბაყაყის აღმოჩენა, რომლებიც გადაშენებულად ითვლებოდა. ექსპედიციის ფარგლებში, 100 დაკარგული ჯიში, ხუთი თვის განმავლობაში, 21 ქვეყანაში აღმოაჩინეს.
ბაყაყების ძებნა 2010 წლის აგვისტოში 121–მა მეცნიერმა და ექსპერტმა, ბუნების დაცვის საზოგადოების ხელშეწყობით დაიწყო. გეგმაში იყო, რომ ისეთი ჯიშები მოენახათ, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შემჩნეული აღარ იყო. ავადმყოფობების და კლიმატის ცვლილებების გამო, უკვალოდ რამდენიმე სახეობა გაქრა, რომელთა აღმოჩენა ამჟამად მეცნიერებმა გადაწყვიტეს.
შედეგად, ბიოლოგებმა დედამიწას კვლავ „დაუბრუნეს“ გომბეშო არლეკინი ეკვადორიდან, რომელიც ბოლოს 1995 წელს იყო ნანახი, ჰაიტიზე ბინადარი Eleutherodactylus dolomedes და Eleutherodactylus Amadeus. ისინი 20 წელია აღარსად გამოჩენილან. რამდენიმე გამქრალი ჯიში ინდოეთშიც იქნა ნაპოვნი. კოლუმბიაში კი სამი სრულიად ახალი ბაყაყი–რაკეტა იქნა ნახული. თუმცა, მეცნიერებს სიხარული ნაადრევად მიაჩნიათ, რადგან ფაუნის ნაწილის ასეთი პერიოდული გაქრობა დედამიწაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს.
კომენტარი