სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფერგიუსონი: „მაურინიოს რჩევას სიამოვნებით დავეკითხები“

სერ ალექს ფერგიუსონმა, რომლის „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ ნახევარფინალში მწარე მარცხი (ორი მატჩის ჯამში 6:1) აგემა „შალკეს“, განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით მიიღებდა „ბარსელონასთან“ ორი მატჩის ჯამში დამარცხებული (1:4) „რეალის“ მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეთამაშოს კატალონიელებს.

„მე და მოურინიო საკმაოდ ხშირად ვსაუბრობთ და ბოლოს ერთი კვირის წინ ვესაუბრე, მაგრამ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი“, - თქვა ფერგიუსონმა, - „მე მგონია, რომ თამაში საჭიროა „ბარსაზე“ საკუთრივ ჩემი წარმოდგენიდან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, ის გამოცდილება, რასაც მოურინიო თავის ფეხბურთელებს გადასცემს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.

მეორე მხრივ, ფერგიუსონი არ დაეთანხმა პორტუგალიელის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ბარსას“ წარმატების საიდუმლო მათ უნარშია, არაკეთილსინდისიერი და ბოროტი მეთოდები გამოიყენონ გამარჯვების მისაღებად:

„არა მგონია, ასე იყოს, რადგან ორივე გუნდის თამაშს კარგად ვიცნობ. შესაძლოა, მათი შეხვედრებიდან გამომდინარე, ამგვარი შემთხვევა ყოფილა, მაგრამ ჩვენთან ეს არ მოხდება. „რეალი“ და „ბარსა“ კონკურენტები, თანაც, შეურიგებელი კონკურენტები არიან - მათი შეხვედრების დროს რა არ მომხდარა, მაგრამ „უემბლიზე“, მგონი, ცოტა სხვაგვარად იქნება: 28 მაისს კარგი ფინალი უნდა ვნახოთ“, - ამბობს „წითელი ეშმაკუნების“ შოტლანდიელი მწვრთნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100