"ფაიზერის" შემოტანის ზუსტ ვადებს გაგაცნობთ - თამარ გაბუნია
ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ზემოთ ყველა მოქალაქისთვის და ეს ასე დარჩება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განცხადებით, არ შეიცვლება "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა. რაც შეეხება "ფაიზრეის" ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებას, გაბუნიას თქმით, ვაქცინის შემოსვლის თარიღი ზუსტდება.
„18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართულობის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება. რაც შეეხება შეზღუდვებს, შეზღუდვა შეეხება ამ, შემთხვევაში „ასტრაზენეკას“, რომელიც 45 წლის ზემოთ არის მხოლოდ რეკომენდებულია და ეს ასე დარჩება.
რაც შეეხება „ფაიზერთან“ მუშაობის დეტალებს, პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ ზუსტი ვადები გაგაცნოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კომენტარი