სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ინვესტიციები 10 წლის მინიმუმზეა და გაუგებარია, რა უხარია ხელისუფლებას”-გიგლა მიქაუტაძე

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგლა მიქაუტაძე ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების კლებას აფასებს და მისი ზრდის ერთადერთ გამოსავლად “ლელოს” “მარშალის გეგმა” მიაჩნია, რომელიც ქვეყანაში შესაბამის ბიზნეს გარემოს შექმნის.

მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ამაყობს მეორე კვარტალში ინვესტიციების 0.5%-იან ზრდით, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ და განწირულია არჩევნებში დამარცხებისთვის.

“ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო ვარდნა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. ამის მიზეზი არის ბოლო წლებში ბიზნეს-გარემოს ეტაპობრივი გაუარესება, რომლის კულმინაცია, რა თქმა უნდა, იყო ანაკლიის პროექტის შეჩერება. ლელოს “მარშალის გეგმის” ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯის სწრაფი გაუმჯობესება წარმოადგენს. ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდებათ ინვესტორებს და როგორ მივიპყროთ მათი ყურადღება,” - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ და ლელოს "მარშალის გეგმის" მიხედვით დაანონსებულ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე კლებას ზრდის მაჩვენებლისკენ შეცვლის.

“ახალი საერთაშორისო საფონდო ბირჟა, საერთაშორისო არბიტრაჟი, ახალი სასამართლო სისტემა, მეგა-პროექტები და გეგმით გათვალისწინებული სხვა ნაბიჯები შედეგად მოგვცემს 10 მილიარდი დოლარის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რასაც ასევე მოჰყვება 200.000 ახალი სამუშაო ადგილი. ასე შეიქმნება ძლიერი საშუალო ფენა ქვეყანაში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ გვაქვს,”-აცხადებს მიქაუტაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100