სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტუდენტების მორიგი დაკავება თბილისში

სტუდენტების მორიგი დაკავება თბილისში. რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის წინ სამართალდამცავებმა 3 სტუდენტი დააკავეს.

როგორც droni.ge -ს კორესპონდენტი იუწყება, ახალგაზრდები განათლების შესახებ კანონის იმ დამატებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომიის უფლება ეზღუდებათ.

აღსანიშნავია, რომ თბილისში მსგავსი ინციდენტი 20 ივნისს ღამის პირველ საათზეც მოხდა. მაშინაც ისევე როგორც დღეს სტუდენტები უმაღლესი სასწავლებლებისთვის უფლებების შეზღუდვას აპროტესტებდნენ და საკუთარი პოზიცია მათ ერთ-ერთ კედელზე გაკეთებული წარწერით "ხელები შორს უნივერსიტეტისგან“ გამოხატეს. ერთი კვირის წინ დაკავებული სტუდენტები სასამართლომ ფულადი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დღეს დაკავებული სტუდენტების ბედსაც სავარაუდოდ სასამართლო გადაწყვეტს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100