სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალის დაჭრის ბრალდებით შსს-მ ყოფილი ქმარი დააკავა - შემთხვევის ადგილიდან მიმალული მამაკაცი ყაზბეგში დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, ხოშარაულის ქუჩაზე ქალის დაჭრის ბრალდებით მისი ყოფილი ქმარი ყაზბეგში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1976 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს, სიტყვიერი შელაპარაკებისა და მუქარის შემდეგ, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ინფორმაციით, დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა და ამჟამად, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაჭრილი ქალის ყოფილ ქმარს, 1973 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100