24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
შესაძლოა გარემოებებმა დაგაბნიოთ და გაგიჭირდეთ მნიშნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. კარგად ჩაუღრმავდით საკითხს, განიხილეთ სხვადასხვა ვარიანტები და მიხვდებით როგორ იმოქმედოთ.
კურო
იყავით მეტად თავდაჭერილი, შესაძლოა დღეს სწორად ვერ გაგიგონ, თუმცა ამაში სხვებს ნუ დაადანაშაულებთ, იქნებ თავად ვერ გადმოეცით გასაგებად თქვენი პოზიცია. მოძებნეთ კომპრომისი.
ტყუპები
თქვენი ოცნება ფრთებს ისხავს, ახლოს ხართ მიზნებთან, შეუპოვარი განწყობა და ენერგიის მოზღვავება ხელს გიწყობათ საწადელის შესრულებაში. გაიღიმეთ და გაავრცელეთ პოზიტიური მუხტი.
კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას, თქვენი აქტიურობა და ენერგიულობა ძალების აღდგენას საჭიროებს, იზრუნეთ კომფორტული გარემოს შექმნაზე და გაიფერადეთ განწყობა.
ლომი
სასიყვარულო თავგადასავლების ხაფანგში გაებმებით, შესაძლოა წარსულ მოგონებებში გადავარდეთ. გააკეთეთ რაციონალური ანალიზი, რა მოგიტანათ ძველმა ურთიერთობებმა, გაითვალისწინეთ გაკვეთილი და მოემზადეთ სიახლეებისთვის.
ქალწული
ელოდეთ მეტად საინტერესო და სასარგებლო ნაცნობობას, მალე პრობლემატური საკითხები ძალიან იოლად მოგვარდება. გაანებივრეთ და შეაქეთ საკუთარი თავი.
სასწორი
შესაძლოა დღეს გავლენიანი ადამიანებისგან მხარდაჭერა მიიღოთ, ელოდეთ ახალ საინტერესო კავშირებს, დღეს თქვენს მიმართ სამყარო კეთილგანწყობილია!
მორიელი
გქონდეთ ახლობლებისა და მეგობრების იმედი, ნუ შეიტანთ ეჭვს მათ გულისხმიერებაში, ისინი გაგებით მოეკიდებიან თქვენს გეგმაბს და მხარს დაგიჭერენ ნებისმიერ საქმიანობაში.
მშვილდოსანი
საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას დიდი ენთუზიაზმით შეხვდებით და შეეცდებით შექმნათ ისეთი ვითარება, რომელსაც გამოიყენებთ თქვენი გეგმებისა და პროგრამების განხორციელებისათვის.
თხის რქა
მოერიდეთ სარკაზმსა და უხეშობას, შეეცადეთ კარგად გაერკვეთ სიტუაციებში და მეტი თავდაჭერილობა გამოიჩინოთ, შესაძლოა არასწორად შეაფასოდ მოვლენები და ხელიდან კარგი შანსები გაუშვათ.
მერწყული
იმისთვის რომ უკეთესი შედეგები მიიღოთ, შეიტანეთ კორექციები თქვენს გეგმებსა და სტრატეგიაში. თამამად დანერგეთ სიახლეები, იმ პროექტებში რომლებიც გაჭიანურდა ან ჯერ კიდევ არ დაგისრულებიათ.
თევზები
ზომიერება და ტაქტის შეგრძნება იქნება მთავარი იმისათვის, რომ აირიდოთ უთანხმოებები და გაუგებრობები ირგვლივმყოფებთან. დიპლომატია დაგეხმარებათ ადამიანების გულის მოგებაში და წარმატების მიღწევაშიც.
კომენტარი