ვინ არის გიორგი გილიგაშვილი, რომლის "ჩემმა მზემაც" სოციალური ქსელი მოიცვა - ნახეთ მისი პირადი ფოტოები
გიორგი გილიგაშვილის მიერ "პრაიმ შოუში"გაკეთებულმა განცხადებებმა საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ახალგაზრდამ საკუთარი აზრი გადაცემაში გურამ კაშიას ირკვლივ ატეხილ სკანდალზე დააფიქსირა. მისი წარმოთქმული ფრაზა "ჩემმა მზემ" კი ხალხმა სოციალურ ქსელში აიტაცა:
"ვერავინ ვერაფერს წამართმევს და წაგვართმევს, ამ შემთხვევაში არ ვამბობ ჩემს გამო, რომ მე ეგეთი მაგარი ვარ, დიდება უფალს ძმაო, სადაც ქრისტეა, იქ გამარჯვებაა. ამ შემთხვევაში ვამბობ ქრისტიანი კაცის გადმოსახედიდან, იმიტომ, რომ სარწმუნოება სადაც არის, ჩემმა მზემ, ვერავინ გაგვეკარება, მაგრამ როგორც მადლია გადამდები, ისეა ცოდვაც", - განაცხადა გილიგაშვილმა.
27 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადეობამ ტელეპროექტ "ტიფლისიდან" გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ "ქერჩშიც". სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა:
"ძალიან მიყვარს ცხენი და მისით ჯირითი. ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც ჩამომყავს ხოლმე იპოდრომიდან, ხანაც მეგობრები მათხოვებენ და ქალაქში დავსეირნობ. სინდისს ვფიცავ, არა იმიტომ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო, უბრალოდ, ჟინს ვიკლავ ჩემი ქართველობით და ჩემი მეობით. ერთ დღესაც ცხენით ჩავიარე აბაშიძეზე, მაშინ იმ ჭკუზე ვიყავი, ცხენს გამოვიყვანდი და გავაჭენ-გამოვაჭენებდი ხოლმე შუა ქალაქში. ჩოხით ვიყავი შემოსილი, ჰოდა, ამ დროს დამინახა ვიღაც ბიჭმა და მითხრა, - მელანდებიო?! - თუ რეალური ხარ, "ტფილიშში" უნდა გადაგიღოთო", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი. როგორც თავად აღნიშნავს, მენტალობითა და მანერა ზუსტად იგივე პიროვნებაა, ვისაც სერიალში თამაშობდა.
მსახიობობასთან ერთად გიორგი ასევე მღერის. გილიგაშვილი სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის. ამბობს, რომ ამისთვის დრო არ აქვს, მაგრამ ინფორმაციას დების წყალობით იღებს.
კომენტარი