თბილისში შვიდმა მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა - ფაქტი შესაძლოა, „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს
სამართალდამცველებმა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის შვიდი მოსწავლე გამოკითხეს. 13-14 წლის ასაკის ბავშვების გამოკითხვის მიზეზი მათ სხეულზე აღმოჩენილი ნაკაწრები გახდა.
ირკვევა, რომ ოთხმა გოგონამ და სამმა ბიჭმა თვითდაზიანებები მიიყენა.
შესაძლოა, ბავშვების მიერ თვითდაზიანებების მიყენება ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდებოდეს.
როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა საზოგადოებრივს განუცხადა, დაზიანებები ბავშვების ხელებზე სკოლის მანდატურმა შენიშნა. მისივე ინფორმაციით, ბავშვები თამაშში სავარაუდოდ, უფროსკლასელმა ბიჭმა ჩართო.
კომენტარი