სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოკო გამსახურდიამ

ოპოზიციური სპექტრი ხელისუფლების მისამართით მუდამ თითს იშვერდა და გაიძახოდა: ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფო სამსახური ნათესავ-მეგობრებით გაავსო, ნათესავ-მეგობრებს თანამდებობებს ლანგრით ართმევენ, სწავლა-განათლების მიუხედავად მაღალანაზღაურებადი და სოლიდური სამსახურები გარანტირებული აქვთო. თითქოსდა, თვითონ რომ იყვნენ ხელისუფლებაში, ნათესავებს გვერდზე გაწევენ და მაღალ თანამდებობებზე ქუჩაში გაცნობილ ადამიანებს დასვამენ.
დფდსფდსგფდსგფდგ
აი, ერთ-ერთი ოპოლიდერი ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე ზრუნავს ნათესავ-მეგობრების დასაქმებაზე. თან რა ფორმით ზრუნავს, არ გაინტერესებთ? ხელისუფლებას ემუდარება, შენი ჭირიმე `ჩემებიც~ დამისაქმე და ჩემი თავი თქვენ გენაცვალოთო. წარმოიდგინეთ, რომ მოხდეს სასწაული და ეს ოპოზიციონერი ხელისუფლებაში მოვიდეს, რა ამბებს დაატრიალებს. ხელისუფლებას ნათესავ-ახლობლებით და მათი მეგობრებით გაავსებს. ბუნებრივია, გაინტერესებთ ვისზეა საუბარი, თქვენ მოთმინებას აღარ გამოვცდი და გეტყვით. ეს ოპოლიდერი, არც მეტი, არც ნაკლები, კონსტანტინე გამსახურდიაა.
დფდსფდსგფდსგფდგ
"დრონი.ჯი"-ს სარწმუნო წყარომ აცნობა, რომ კონსტანტინე გამსახურდია ხელისუფლებასთან კარგა ხანია გარიგებულია, მეტიც, ხელისუფლებასთან სრული იდილია აქვს და "ნაციონალების" დახმარებით ნათესავებს სოლიდურ სამსახურებსაც კი უკეთებსო. ერთ-ერთი "ნაციონალი" მაღალჩინოსნის დახმარებით თავის ცოლის ძმას, კარლო ბარდაველიძეს სერიოზულ თანამდებობაზე ამოაყოფინა თავიო.
დფდსფდსგფდსგფდგ
აი, რას უყვება "დრონი.ჯი"-ს კონსტანტინე გამსახურდიასთან დაახლოებული პირი: გამსახურდია ისეთივე ოპოზიციონერია, როგორიც ბოკერია ან რომელიმე სხვა "ნაციონალი". კონსტანტინე დიდი ხანია სააკაშვილის ხელისბიჭია, დამერწმუნეთ, გამსახურდია ხელისუფლებასთან გარიგებულია. "ნაციონალებთან" "შიკოლადნი" ურთიერთობაში იმყოფება.
დფდსფდსგფდსგფდგ
იგი "ნაცებს" იმდენად დაუახლოვდა, რომ თავის ცოლის ძმაც კი დაასაქმებინა. მისი ცოლის ძმა, კარლო ბარდაველიძე ადგილობრივი არჩევნების დროს პარტია თავისუფლების თბილისის შტაბის ხელმძღვანელი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიულ სიაში მე-3 ნომერი იყო. ადგილობრივი არჩევნების დამთავრების შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ კონტროლის პალატაში ექსპერტიზის დეპარტამენტში სერიოზულ თანამდებობაზე დაინიშნა. დღეს კი კონტროლის პალატაში სერიოზულ თანამდებობაზე დანიშვნა ადვილი არ არის და მანდ ჩვეულებრივი მოკვდავნი არ ინიშნებიან. აი, კონსტანტინეს კი არ გაუჭირდა თავისი ცოლის ძმის კონტროლის პალატაში დასაქმება, გამსახურდია ხომ ხელისუფლების ფინიაა, – აღნიშნავს წყარო.
დფდსფდსგფდსგფდგ
წყარო გვიმტკიცებს, რომ თავისი ყურით აქვს მოსმენილი, როგორ ემუდარებოდა კონსტანტინე ტელეფონში ერთ-ერთ წონიან "ნაციონალ" პარლამენტარს, ოღონდ კარლო დანიშნეთ და მთელი ცხოვრება თქვენი მონა-მორჩილი ვიქნებიო. ვიმეორებ, უმრავლესობის წევრს, პირველ ნომრად მყოფს, ახალბედას არა, ლამის მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა, ჩემი ცოლის ძმაა და სამსახურში მომიწყვეთო. ამდენი ხვეწნა-მუდარის შემდეგ კონსტანტინე შეიბრალეს და მისი საუბრიდან რამდენიმე დღეში კარლო ბარდაველიძე კონტროლის პალატაში გადაბარგდა.
დფდსფდსგფდსგფდგ
მკითხველს შევახსენებ, რომ კარლო ბარდაველიძე 2004 წელს ცესკო-ში მუშაობდა, დღეს კი, როგორც გვაცნობეს, გამსახურდიას ძალისხმევით, კონტროლის პალატაში სერიოზული თანამდებობა უჭირავს.
დფდსფდსგფდსგფდგ
წყარო ბარდაველიძესაც კარგად იცნობს და მასაც გადასწვდა. ადგილობრივი არჩევნების დროს პოლიტიკურ პარტიებს კარდაკარისთვის 100 000-ები რომ ჩაურიცხეს, მაგ თანხის გამანაწილებლები გამსახურდია და ბარდაველიძე იყვნენ, პარტიისთვის საჭირო და სასარგებლო არაფერი გაკეთებულა და რაში დაიხარჯა ეგ თანხა, არავინ იცის. ის 100 000-ი სად წავიდა და როგორ წავიდა, კაციშვილმა არ იცის.
წყარო იმასაც გვიყვება, რომ კონსტანტინე შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსნებიდან გარკვეულ პიროვნებებს შეგნებულად არ ჰკითხავს, რადგან მას ფინანსური დაინტერესება აქვს. კონსტანტინე ზოგიერთებისგან სპეციალურად არ იღებს ჩვენებებს, რადგან ეს ადამიანები მას დიდ თანხებს უჯიბავენ.
დფდსფდსგფდსგფდგ
" დრონი.ჯი" ამ საკითხებზე სასაუბროდ "თავისუფლების" ლიდერს, პარლამენტარ კონსტანტინე გამსახურდიას დაუკავშირდა.
დფდსფდსგფდსგფდგ
კონსტანტინე გამსახურდია: "ამ საკითხებზე კომენტარი არ მსურს, თავს შევიკავებ კომენტარისგან. ვიმეორებ, ვერ ვკომენტირებ. კარლო ბარდაველიძეს დაუკავშირდით და მას ჰკითხეთ, როგორ და რანაირად დაიწყო კონტროლის პალატაში მუშაობა".
დფდსფდსგფდსგფდგ
" დრონი.ჯი"-მ კარლო ბარდაველიძესთან არაერთხელ სცადა დაკავშირება, თუმცა ჩვენი არაერთგზის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
დფდსფდსგფდს დფდსფდსგფდს დფდსფდსგფდს
P.S. პოლიტიკოსები, მითუმეტეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათთვის სასურველ საკითხზე კომენტარისგან ჩვეულად თავს არ იკავებენ ხოლმე, აი, არასასურველისგან კი... ხოდა, როგორც ჩანს, ეს სწორედაც რომ ეს შემთხვევაა.
დფდსფდსგფდსგფდგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100