სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ორსულმა და გაშიშვლებულმა ჯესიკა სიმფსონმა დემი მურის 1991 წლის პოზა გაიმეორა

მომღერალმა და ვარსკვლავმა, სატელევიზიო შოუების უცვლელმა ლიდერმა ჯესიკა სიმპსონმა გადაწყვიტა, 1991 წელს ორსული დემი მურის მიერ ჩადენილი რეკორდი გაიმეოროს და ჟურნალ Elle-სთვის გახდა გადაწყვიტა. აპრილის ნომრის გარე ყდაზე გამოჩენილმა ჯესიკამ ორსული და შიშველი ჰოლივუდელების კოლექცია განავრცო.

ჯესიკა და მისი მეგობარი მამაკაცი, ერიკ ჯონსონი ხუმრობენ, რომ მათი გოგონა, სავარაუდოდ, სპორტსმენი იქნება, ისევე როგორც მამამისი.

„განვრისხდები, თუ მე იგი „ნაიკის“ წყვილს მომთხოვს ლამაზი წკაპუნების ნაცვლად“, - იცინის ჯესიკა ჟურნალთან ინტერვიუს დროს. მომავალი დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი სპორტული აღნაგობის იქნება.

ჟურნალთან ინტერვიუში 31 წლის ჯესიკამ ცხოვრების წესის ცვლილებაზეც ისაუბრა: „უცნაური შეგრძნება იყო, როცა აღმოვაჩინე, რომ ორსულობის გამო მეგობრებთან ერთად დალევა აღარ მინდოდა“, - გამოტყდა ვარსკვლავი.

ჯესიკას მშობიარობა გაზაფხულის ბოლოს უწევს, მაგრამ უკვე აქვს შემუშავებული კონკრეტული გეგმა, როგორ დააგდოს ორსულობის დროს აკრეფილი ზედმეტი კილოგრამები. სიმფსონმა ერთ-ერთ ცნობილ ფირმასთან გააფორმა ხელშეკრულება 3 მილიონ დოლარად. სწორედ ამ ფირმას მოუწევს საკუთარი რეპუტაციისა და ჯესიკას დაცვა ზედმეტი კილოგრამებისგან, ასევე, მისთვის ზედმეტი წონის მოშორებაზე ზრუნვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100