აირის ძლიერი გაჟონვა და ადგილიდან მიმალული მძღოლი - თბილისში, მუხრანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
თბილისში, მუხრანის ქუჩიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის მიერ მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გაზის მილი დაზიანდა, რის შედეგადაც ბუნებრივი აირის ძლიერი გაჟონვა დაფიქსირდა. გაზის მილის დაზიანება კი მანქანის შეჯახებამ გამოიწვია.
შესაბამისმა სამსახურებმა დროულად მოახერხეს მილის გადაკეტვა, თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ უსაფრთხოების მიზნით, იქ მცხოვრებთა ევაკუაცია გადაწყდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
კომენტარი