H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
H1N1 ვირუსით კიდევ
ერთი ადამიანი
გარდაიცვალა. როგორც
დაავადებათა კონტროლისა
და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ვებგვერდზეა
აღნიშნული , ლაბორატორიულად
დადასტურებული გრიპის
უკვე 314 შემთხვევაა
აღრიცხული. 24 პაციენტი
გარდაიცვალა.
გარდაცვლილთა შორის
ყველაზე მეტი, 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. ამ ასაკობრივ ჯგუფზე გარდაცვალების
18 შემთხვევა
მოდის. ამასთან, გარდაცვლილთა შორის სამი ორსული იყო, ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვი, ერთი კი _ 5-დან 14 წლამდე ასაკის. გარდაცვალების ერთი შემთხვევა 15-29
წლის ასაკობრივ ჯგუფშიც დაფიქსირდა. ორი კი, 65 წელს გადაცილებული პირები იყვნენ.
ცენტრში განმარტავენ, რომ ლაბორატორიულად დადასტურებელი შემთხვევების უკან უამრავი დაუდასტურებელი შემთხვევა დგას. ცენტრში სინჯებს მძიმე შემთხვევებიდან იღებენ. გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა სამედიცინო დაწესებულებების
მიმართ მიმართვიანობა მარტის ბოლოსთვის მკვეთრად იკლებს, აპრილში კი ინფიცირების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდება.
კომენტარი