სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასწრაფო დახმარების ექიმებმა შიმშილობა დაიწყეს

გუშინ საღამოს სასწრაფო დახმარების ოთხმა ექიმმა სამსახურში აღდგენის მოთხონით შიმშილობა დაიწყო.
მათ კარვები სამედიცინო დახმარების სამსახურის ცენტრალური შენობის ეზოში აქვთ გაშლილი.

ეს ის ექიმები არიან, რომელთა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სამსახურის უფროსმა კახა ჩიხრაძემ ორი კვირის წინ უარყო და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებდა.
მოშიმშილე ექიმები აცხადებენ, რომ გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი მათთვის უცნობია და ამის შესახებ არც განცხადებაშია საუბარი.
,,აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. ჩვენ ვართ ამჟამად ოთხი ადამიანი, მაგრამ დღეს სავარაუდოდ ჩვენი მეგობრებიც შემოგვიერთდებიან და ისინიც გააგრძელებენ ჩვენთან ერთად საპროტესტო აქციას", _ განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა ციცი კაშიამ.
ექიმები სამსახურში აღდგენასა და კახა ჩიხრაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ.
თავად კახა ჩიხრაძე კი აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100