სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გვინეტ პელტროუ Hugo Boss-ის ახალი სუნამოს სახე გახდა

ამ კვირაში პოპულარული არომატის სახედ მხოლოდ ბრედ პიტი არ დასახელდა. გვინეტ პელტროუ, რომელსაც სარეკლამო კონტრაქტი გაფორმებული აქვს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Coach და Tod's, Hugo Boss-ის ქალის სუნამოს სახე გახდა.

მსახიობს, რომელსაც წელს 40 წელი შეუსრულდა, აგვისტოში Boss Nuit Pour Femme-ს რეკლამაში ვიხილავთ.

„დიდი პატივია გახდე Hugo Boss-ის სუნამოს სახე. ჩემთვის Boss-ის სტილის ქალი მიზანდასახული და ამბიციურია, მიისწრაფის იმისკენ რაც სურს, ახერეხებს სიძლიერისა და ქალურობის დაბალანსებას. სწორედ ამ თვისებებისაკენ ვისწრაფი მეც“ -აცხადებს ვარსკვლავი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100