სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა სამსახური შესთავაზა ირაკლი ღარიბაშილმა მიხეილ სააკაშვილს?

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილის პლანტაციაში მიყვანაზე საუბრობდა, მას რეალურად დასაქმებას სთავაზობდა.

"მიხეილ სააკაშვილის მისამართით გამოთქმულ შეთავაზებას რაც შეეხება, ცუდი საქმე არ გამიკეთებია. მე მას, რეალურად შევთავაზე სამუშო. ცუდი საქმე არ გამიკეთებია და ეს რატომაა უჩვეულო? სათაკილოა პლანტაციებში მუშაობა? გეტყვით, გურიაში, ძალიან კარგ ხალხს ვესაუბრებოდი, ადგილობრივ მოსახლეობას და ვუხსნიდი, რომ ვიწყებთ ადგილობრივ წარმოებას, ვუყვებოდი ჩემი ინიციატივის შესახებ, "აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ყველა რეგიონსა და რაიონში უნდა აღდგეს ის საწარმოები, რომელიც სწორედ სააკაშვილმა გააჩერა, მოსპო და გაანადგურა. ამაზე იყო საუბარი, რომ ის პლანტაციები, რომელიც აღარ არსებობს, უნდა აღდგეს. დასაქმებაზე ვსაუბრობდით, მოსახლეობამ მოიწონა ეს ინიციატივა და აღტაცებით შეხვდა. სხვები თუ ნერვიულობენ, იმათაც დავასაქმებთ. ბოკერიას განცხადება მოვისმინე, ნუ ინერვიულებს, მასაც დავასაქმებთ, იმდენი სამუშაო ადგილი იქნება. მგონი, "ნაციონალებს" ხუმრობა აღარ ესმით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100