ლიბერთი ბანკმა „თბილისზე მზრუნველი“ ადამიანები დააჯილდოვა.
ლიბერთი ბანკმა ღონისძიება, "თბილისობა 2015"-ის ფარგლებში, „თბილისზე მზრუნველი“ ოთხი ადამიანი დააჯილდოვა.
„თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო, ყოველწლიურად, იმ მოქალაქეებს გადაეცემა, ვინც უანგაროდ ემსახურება საკუთარ პროფესიას, ზრუნავს და საკუთარი წვლილი შეაქვს დედაქალაქის განვითარებაში. წელს ეს ჯილდო, მაშველ თორღვა თორღვაშვილს, ტაქსის მძღოლ გიორგი ლომიძეს, 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის, მეეზოვე ილია ჩოხელსა და მესაათე არტურ პეტროვს ერგო.
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ „თბილისზე მზრუნველებს“ სიმბოლური საჩუქრები - სიგელები და სახელოსნო „ფოკანი“-ს მიერ დამზადებული მედალიონები გადასცა.
უკვე მეორე წელია, დედაქალაქის მერიამ „თბილისზე მზრუნველი“-ს ჯილდო დააწესა. „თბილისობა 2014“-სგან განსხვავებით, წელს, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ „თბილისზე მზრუნველი“, ხმის მიცემის საფუძველზე, თავადაც აერჩიათ. „თბილისზე მზრუნველი“ მოქალაქეების შესახებ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმები სატელევიზიო ეთერებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვრცელდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეების რჩეული - წლის ,,თბილისზე მზრუნველი’’ - თორღვა თორღვაშვილი გახდა, ლიბერთი ბანკმა ოთხივე ნომინანტი დაასაჩუქრა და თითოეულს ოთხი ათასი ლარი გადასცა.
„ლიბერთი ბანკი სიამოვნებით შეუერთდა თბილისის მერიის მერიის მიერ ორგანიზებულ „თბილისზე მზრუნველის“ დაჯილდოებას. მოხარული ვარ რომ ამ 4 მოქალაქეს, რომელიც ქალაქის მიმართ მართლაც განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა გადავეცით ფულადი ჯილდო 4,000 ლარი თითოეულს, ლიბერთი ბანკი კვლავაც გააგრძელებს მსგავს პროექტებში აქტიურ მონაწილეობას.“ _ განაცხადა ლიბერთი ბანკის დირექტორმა დავით ვერულაშვილმა
კომენტარი