სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დიდ ძალისხმევას მოითხოვეს მეგობრებთან ერთად სოციალური ღონისძიების მოწყობა. შეიძლება დახმარებაზე უარი გითხრათ ადამიანმა, რომელიც ადრე მუდმივად გეხმარებოდათ. ზოგიერთმა შეიძლება თქვენი იდეებიც გააპროტესტოს. კურო - ახალგაცნობილთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ; დროს მხიარულად გაატარებთ. მთავარია, დიდი მოთხოვნა არ გქონდეთ და არავის არაფერს დაპირდეთ. ტყუპი - თუ გარშემო მყოფებთან კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება, ჯერ საკუთარ თავში ეძიეთ დამნაშავე და იფიქრეთ, რა ეტაპზე ხართ თქვენ. მშვიდად მოისმინეთ კრიტიკა. გარდა ამისა, თქვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერს რომ დაეთანხმოთ. კირჩხიბი - კონსერვატიულმა შეხედულებებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ პროგრესის მიღწევაში. იყავით მზად სიახლეებისთვის და ეცადეთ, ჰარმონია შეინარჩუნოთ საკუთარ თავში. ლომი - რაც უფრო დაუფიქრებლად იმოქმედებთ, მით მეტ შეცდომას დაუშვებთ. ენერგიული ხართ და გამომგონები. კარგი დღეა ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. ეცადეთ, სამსახურში რომანი არავისთან გააბათ. ქალწული - ემოციური დღე ელით. უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი და ყველაფერი უნდა მოასწროთ. სამსახურის საქმეების შემდეგ საღამოს გატარება მშვიდ გარემოში მოგინდებათ. სასწორი - ნუ გგონიათ, რომ წინ გადაულახავი ბარიერები აღიმართა. თავადაც გაუმკლავდებით მას და გარშემო უამრავი გამოცდილი და გულისხმიერი ადამიანი გახვევიათ, რომლებიც დაგეხმარებიან. მორიელი - ახალი საქმისთვის ერუდირებული და ყოველმხრივ მცოდნე ადამიანი გესაჭიროებათ. მასთან თანამშრომლობით ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და წარმატებასაც მიაღწევთ. მშვილდოსანი - დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, დღეს ისეთ საქმეებსაც მარტივად გაართმევთ თავს, რომლებიც ადრე შეუძლებელ-მიუღწეველი გეგონათ. თხის რქა - დღეს მიხვდებით, რომ დასვენება თქვენც გჭირდებათ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. გული ერთგულ მეგობარს გადაუშალეთ. საღამო კი მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაიუმჯობესთ ძილის რეჟიმი. მერწყული - თანამშრომლებთან კონფლიქტი ვის არ მოსვლია? მაგრამ ეს არ გაძლევთ მიზეზს, რომ შეაჩეროთ ახალდაწყებულ პროექტზე მუშაობა. დიპლომატიურად მოაგვარეთ განხეთქილება. მოერიდეთ ჭორებსა და ტყუილებს. წაგების შემთხვევაშიც კი ღირსება უნდა შეინარჩუნთ. თევზები - ხანდახან არსებობს დღეები, როცა ძალისხმევის მიუხედავად საქმე ადგილიდან არ იძვრის. ასეთ დროს უნდა დაისვენოთ და გაანალიზოთ სიტუაცია. რჩევა ჰკითხეთ ახლობლებს, იმათაც კი, ვის აზრსაც ხშირად არ ეთანხმებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100