ბიძინა ივანიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს პატრიარქი საკურთხეველში ესაუბრა (ვიდეო)
ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ანდრია კრიტერის სინანულის ლოცვას პაატა ბურჭულაძესთან ერთად დაესწრო. ლოცვის მიმდინარეობისას ივანიშვილი და ბურჭულაძე საკურთხეველში პატრიარქს შეხვდნენ. მათთან შეხვედრა თვითონ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა მოისურვა, რის შემდეგაც ივანიშვილიც და ბურჭულაძეც საკურთხეველში მიიწვიეს.
პაატა ბურჭულაძე საქართველოში ხშირად ჩამოდის და საქველმოქმედო ფონდის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხშირად ხვდება. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ბიძინა ივანიშვილიც არაერთხელ შეხვედრია უწმინდესსა და უნეტარესს, თუმცა, მისი შეხვედრა პატრიარქთან სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში პირველია ან ამ დრომდე მედიასაშუალებებით არ გაშუქებულა.
ბიძინა ივანიშვილისა და პაატა ბურჭულაძის ერთობლივი ლოცვის ამსახველი ვიდეომასალა პორტალ „ნიუს.ჯი“-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
კომენტარი