როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
სინოპტიკოსები 28 იანვარს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში. ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 იქნება. იწვიმებს სოხუმშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოსალოდნელია თოვლი. დღისით ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექი და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, სადაც +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +10 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში +10 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, +8 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -6 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, შესაძლებელია მცირე ნალექი, ღამის განმავლობაში -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლი და +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსს მიაღწევს, დღე მზიანი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდია მოსალოდნელი თელავში. აქ დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია მოსალოდნელი ასევე გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. +14 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.
რუსთავში სინოპტიკოსები უმეტესად მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი