სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრასნოიარსკში ხანძარს 9 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა

სახანძრო რაზმების პირველ ბრიგადებს კრასნოიარსკის მხარის ერთ პატარა დასახლებაში ცეცხლი უკვე 180 კვ.მ ფართობზე გავრცელებული დახვდათ. ხანძარი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. მას შემდეგ, რაც ხანძრის ლოკალიზება მოხდა და მაშველები ნარჩენების აღებაზე გადავიდნენ, ნანგრევებს შორის 9 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 5 ბავშვი იყო.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახლში ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც ორი ზრდასრული ადამიანისა და 5 ბავშვისგან შედგებოდა, კიდევ ორი ადამიანი კი სტუმრად იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მეზობლებმა ცეცხლის ალი გვიან შეამჩნიეს და სახანძრო გამოიძახეს, მაგრამ ადამიანთა გადარჩენა ვერ მოხერხდა - მათ, სავარაუდოდ, ეძინათ. ხანძარი დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. მიზეზები ზუსტდება, მეხანძრეები კი ეჭვობენ, რომ სახლში ცეცხლი მოძველებული ელექტოგაყვანილობის მიზეზით გაჩნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100