სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს

თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა უკანონო პატიმარია. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას პატიმრობაში ყოფნა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა. ეს კი იმას ნიშნავს რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გიგი უგულავა დაუყოვნებლივ უნდა გაათვისუფლოს პატიმრობიდან.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლება უკვე მოითხოვეს უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და ადვოკატმა ბექა ბასილაიამ. თუმცა, ხელისუფლებიდან, მათ სრულიად კანონიერ მოთხოვნას, ჯერ არავინ გამოხმაურებია.

ამ წუთებში მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას მეგობრები და თანამებრძოლები იკრიბებიან. სასჯელაღსრულების სამინისტრომ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ რომ კანონის მიხედვით იმოქმედებს. თუმცა, იგულისხმება თუ არა "კანონის შესაბამის მოქმედებაში" უგულავას დაუყოვნებლივ გათავისუფლება წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, ეს ჯერ არ კონკრეტდება.

მატროსოვის ციხის ადმინისტრაცია, უგულავას ადვოკატის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, ჯერჯერობით უარს აცხადებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100