სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატიმრების ბოლო სტატისტიკა საქართველოში

მიმდინარე წლის II კვარტალის ბოლოსთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 9402 ბრალდებული და მსჯავრდებული დაფიქსირდა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული 2012 წლის II კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (23 406) შედარებით 14 004 (59.8%-ით) ერთეულით შემცირდა.

"ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, სამინისტროს სისტემაში განხორციელდა რიგი ღონისძიებები, რამაც განაპირობა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება. 2013 წლის II კვარტალის ბოლოს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა 9402 დაფიქსირდა, რაც 2012 წლის II კვარტალის ბოლო მაჩვენებელთან (23406) შედარებით 14004 (59.8%-ით) ერთეულით შემცირდა", - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100