საბა ბუაძე: გასული წლის 20 ივნისს რუსთაველზე დაიბადა ახალი თაობა - ღირსების, ერთიანობისა და თანასწორობის ნაწილი.
“გასული
წლის 20 ივნისს რუსთაველზე დაიბადა ახალი თაობა - ღირსების, ერთიანობისა და თანასწორობის
ნაწილი.”- ამ სიტყვებით მიმართა “ლელო საქართველოსთვის”
ლიდერმა საბა ბუაძემ რუსთაველის მშვიდობიან მომიტინგეებს.
“ამ
ადგილზე 20 ივნისს, ჩვენი ღირსების დაცვის
დროს ხელისუფლება ძალადობით დაგვიპირისპირდა. “გავრილოვის ღამემდე” რუსთაველი იმედის
ადგილი იყო, თუმცა ერთი წლის წინ იმედგაცრუებისა და მარცხის პოლიგონად გადააქციეს.
ჩვენ
არ შევეგუეთ ღალატს, დაცინვას და ჩვენს პარლამენტში ოკუპაციის განკაცებას. ჩვენ თავისუფლებისთვის იმ ბრძოლას გავაგრძელებთ, რომელიც 9 აპრილს დაიწყეს ჩვენმა
წინამორბედებმა,”- განაცხადა საბა ბუაძემ.
“ლელო
საქართველოსთვის” ლიდერმა მოქმედი და წინა
ხელისუფლებების დროს განვლილი ის მძიმე
დღეები გაიხსენა, რომელიც მათმა სისტემამ შექმნა.
“7
ნოემბრიდან 20 ივნისამდე სისტემა არ შეცვლილა და ჩვენ აუცილებლად შევცვლით სისტემას,
რომელიც ჩვენსა და პროგრესს შორის დგას. წინ
რთული გამოწვევებია, რომელსაც ახალი ძალით, მძიმე შრომითა და თავისუფალი არჩევნებით
უნდა ვუპასუხოთ,”- აღნიშნა ბუაძემ და შემართებისკენ განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს
მოუწოდა, რომლებიც გასულ წლის 20 ნოემბერს
უსამართლობას არ შეეგუვნენ.
“მინდა,
ყველა ახალგაზრდას ვუთხრა: დაბრუნდით და ბოლომდე მივიყვანოთ ის ბრძოლა, რომელიც რუსთაველზე
ჩვენმა წინამორბედებმა დაიწყეს, ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებითვის. ჩვენ ერთად უნდა
ავაშენოთ ეს ქვეყანა. ჩვენ ვართ დაღუპული გმირების თაობა და თუ საჭირო გახდა, ჩვენივე
სიმშვიდისთვის დავთმობთ თვალებს და თუ საჭირო გახდა, დავთმოვთ სიცოცხლესაც,”- აღნიშნა
საბა ბუაძემ.
კომენტარი