სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

კარგი შესაძლებლობების დღეა, სამსახურში მეტი სიმშვიდე გამოიჩინეთ ნუ აჩქარდებით, ამით მეტს მოიგებთ. პირად-სასიყვარულო თემას რაც შეეხება იაქტიურეთ, გამოიჩნეთ ინიციატივა.

კურო

შესაძლოა ყველა გეგმას თავი ვერ გაართვათ, ნუ დაღონდებით, გააკეთეთ ის რაც შეგიძლიათ, დაიხმარეთ კოლეგები. საღამოს დაისვენეთ, გაისეირნეთ, აღიდგინეთ ძალები.

ტყუპები

იყავით აქტიური, თავდაჯერებული, წარმატება თქვენს მხარესაა, თუმცა ნუ გადააჭარბებთ, ყველაფერი ერთბაშად არ მოგეცემათ, გარკვეული ნაყოფის მიღებას მეტი დრო ჭირდება.

კირჩხიბი

აქტიური დღეა. ნუ იზარმაცებთ, აწარმოეთ მოლაპარაკებები, შეხვედრები. გამოიყენეთ ამ დღის პოზიტიური შესაძლებლობები. საღამოს შეგიძლიათ დაისვენოთ, განიტვირთოთ.

ლომი

სამსახურში საკმაოდ კარგი ცვლილებების დღეა. სწორედ ახლა დაგიფასდებათ თქვენი შრომა. იყავით აქტიური, ყურადღება მიაქციეთ თქვენს იმიჯს.

ქალწული

იყავით საქმიანი, სამსახურში მეტი ინიციატივა და მოქნილობა გამოიჩინეთ. აკონტროლეთ ხარჯები, თავი შეიკავეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან.

სასწორი

იყავით მეტად პრაქტიკული. ფანტაზია შემოქმედებით სფეროში გამოგადგებათ. თავი შორს დაიჭირეთ მატყუარა ადამიანებისგან, ასევე მათგან ვინც დისკომფორტს გიქმნით.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აკონტროლეთ ამბიციები, შეხედეთ ნებისმიერ სიტუაციას სხვა რაკურსიდან, გააანალიზეთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებში შედის.

მშვილდოსანი

შესაძლოა თავი იჩინოს შფოთმა და გაღიზიანებამ ხასიათში, ამისთვის კი გამოიყენეთ არომათერაპია, მინერალური ქვები, ასევე ბალახეული ჩაი. მეტად დაისვენეთ, განიტვირთეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

თხის რქა

დღეს შესაძლოა უჩვეულოდ ემოციური იყოთ. თუმცა ეს ნუ დაგაღონებთ, მეტად იზრუნეთ თქვენს ახლობლებზე, გაახარეთ ოჯახის წევრები პატარ-პატარა სიურპრიზებით. მოიწყვეთ განტვირთვის დღე პირდაპირ სამსახურში.

მერწყული

მეტი დრო დაუთმეთ დაგეგმილ საქმეებს, ასევე ეცადეთ იმ დაპირებების შესრულებას რომელსაც თქვენგან ელიან ახლობლები თუ კოლეგები. საღამოს კი აქტიურად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები.

თევზები

დღეს ფორტუნა თქვენსკენაა, ამიტომ შეინარჩუნეთ ამაღლებული განწყობა, შესაძლოა თავისით დალაგდეს საკითხები, რომელიც ძალიან გაღელვებდათ. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს თავზე ზრუნვას .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100