შსს: პოლიციელების მოსყიდვას ივანიშვილის ძმისშვილი ახორციელებდა
პოლიციელებისა და საჯარო მოხელეების მოსყიდვის ფაქტებში ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი ფიგურირებს, აღნიშნული ფაქტი "ინტერნეტ.ჯი"-ს შსს-ში დაუდასტურეს.
ოპერატიულ ვიდეომასალაში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ივანიშვილის ახლო ნათესავი პოლიციელის მოსყიდვას. ის პოლიციელს ავალებს მოქალაქეზე ძალადობა განახორციელოს და ეს ყველაფერი ფირზე აღბეჭდოს.
ივანიშვილს სხვა გეგმაც აქვს, ის შემთხვევაში თუ ვერ მოხდება ისეთი პირის პოვნა, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორებიან, ივანიშვილის ძმისშვილის თქმით, მოსყიდულ პოლიციელს „ქართული ოცნების“ აქტივისტს აცემინებენ. ამაში მას 50 000 ლარს ჰპირდებიან.
ამასთან, კადრების მიხედვით, ივანიშვილი წინასაარჩევნოდ საჯარისო ნაწილშიც გეგმავდა პროვოკაციას. ოფიცრის მიერ ჯარისკაცის ცემის კადრების გადაღებაში ისინი 50 000 დოლარს გაიღებდნენ.
გაცილებით ძვირია მოსამართლის ‘’აღიარება" რომ პროკურატურის ზეწოლით უკანონო გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. მოსამართლის ფალსიფიცირებულ ჩვენებაში ივანიშვილი 100 000-სს იხდის, რომელშიც მოსამართლისთვის მისაცემი თანხა არ შედის.
ვიდეოში გარკვევითაა ნახსენები ბიძინა ივანიშვილი. კოალიციის ლიდერის ახლო ნათესავი საუბარში ამბობს, რომ ოპერაციის დეტალები ბიძინა ივანიშვილთან პირადად უნდა შეათანხმოს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე დაკავებულები არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე.
რაც შეეხება თავად ივანიშვილს, როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ განუცხადა, ივანიშვილის ახლობელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
კომენტარი