სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი დირექტორი ყავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა გამოავლინა.

ფარული კენჭისყრის შედეგად, საბჭოს 13 წევრიდან რვამ ხმა გიორგი ბარათაშვილის კანდიდატურას მისცა. 3 ხმა მიიღო ნათია აბრამიამ, 2 კი მეგი თავდუმაძემ.

საბჭოს მიერ არჩეულმა კანდიდატმა 5 დღის ვადაში ყველა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც მისი დანიშვნა ოფიციალურად მოხდება და მასთან კონტრაქტი გაფორმდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველ ტურში 143 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან ფარული კენჭისყრის შედეგად მეორე ტურში 5 გადავიდა: გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი, ნათია აბრამია და მეგი თადუმაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100