სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროსტიტუციის ბიზნესში ჩართულობის ბრალდებით დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პროსტიტუციის ბიზნესში ჩართულობის ბრალდებით აყვანილ თურქეთის სამ და საქართველოს ორ მოქალაქეს ბრალს დღეს წაუყენებენ.

როგორც ადვოკატი აცხადებს, ჯერჯერობით დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. მათი მტკიცებით, ისინი მხოლოდ სასტუმროს ბიზნესით იყვნენ დაკავებულები.

ბრალის წაყენების შემდეგ, სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონიოსა და ბათუმში ორგანიზებული ჯგუფის წევრები სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. სპეცოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრების საფუძველზე დაიგეგმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100