სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სერგეი გავრილოვი: "საქართველოს მთავრობა ჩამოსვლას ორი წლის განმავლობაში მთხოვდა და უსაფრთხოების გარანტიაც მომცა"

დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე რუსულ პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა:

"საქართველოს პარლამენტი ორი წლის განმავლობაში მთხოვდა საქართველოში ჩამოსვლასა და მართლმადიდებლური საერთაშორისო ასამბლეის ფორუმის ჩატარებას. ეს ასამბლეა 25 ქვეყანას აერთიანებს და აი, ბოლოს და ბოლოს ჩვენ საქართველოში ჩავედით. ფორუმის მონაწილე ყველა წევრისათვის გვქონდა მიღებული უსაფრთხოების გარანტიები. ფორუმზე საუბარი იყო ჰუმანიტარულ თემებზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ჩვენი ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაზე. მიგვიწვიეს საქართველოს პარლამენტში. ქართულმა მხარემ მიმითითა დავმჯდარიყავი პრეზიდიუმში. სხდომა უნდა წაეყვანა იქედან ასამბლეის თავმჯდომარეს და ეს თავმჯდომარე მე ვარ. ასეა სხვა ქვეყნებშიც: საბერძნეთში, ლიბანში... გულახდილად რომ გითხრათ, თავმდაბალი ადამიანი ვარ, სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს" - განაცხადა გავრილოვმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100