ქართული ჟურნალისტიკის მარგალიტები
ქართულ ჟურნალისტიკაში, კარგად დაცდილი მეთოდია, სტატიის სათაურის „სკანდალურად“ შეფუთვა, იმისთვის, რომ მან მკითხველის დაინტერესება გამოიწვიოს, თუნდაც სტატიის შინაარსი, საერთოდ არ პასუხობდეს სათაურს. ვერ განვაზოგადებთ აღნიშნულ ფაქტს, სრულიად ქართულ ჟურნალისტიკაზე, მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში, შეინიშნება კრეატივის დეფიციტი, შესაბამისად, სათაურები, ზოგჯერ ციტირებით და ზოგჯერ პერიფრაზით, ხშირად მეორდება, მესამდება, etc.
ჩვენც, ისღა დაგვრჩენია, გავერთოთ და გამოვავლინოთ ქართული ჟურნალისტიკის ტოპ 24 მარგალიტი – სტატიების ყველაზე გავრცელებული “ჟანრი” და ყურით მოთრეული ეპატაჟი…
და გამოვიცნოთ, რა მოხდებოდა, მათ რომ – საუკუნეების წინ ეცხოვრათ, ან როგორი იქნებოდა მათ მიერ შეფუთული „ნიუსები“ ლიტერატურულ, თუ ისტორიულ პერსონაჟებზე:
ბეთჰოვენმა პირველად დაინახა კლავიში, მისი რეაქცია გაგაოგნებთ!
ნახეთ როგორ ისვენებს როსტევანის შიშველი ქალიშვილი ფაზისში (+ფოტო)
ადამიანების მხოლოდ 2%-ს შეუძლია მიხვდეს რას უდრის მართკუთხა სამკუთხედში, კათეტების კვადრატების ჯამი – პითაგორას სკანდალური აღიარება!
ვინ „ჩაუდო“ უტას, შორენას ხოხბისყელისფერი საწმერთული – ქალური შურისძიება, თუ გასაოცარი ბოროტება!
შეუძლებელია ცრემლების გარეშე უყუროთ ამ სცენას, ქალზე ძალადობის კიდევ ერთი შემზარავ ფაქტი და შემოსწრებული ქმრის რეაქცია (სცენა: ნაზიბროლა ჩუმად ტირის და თავს ახლის ტინის კედელს)…
ჯერ მტკიოდა, შემდეგ კი მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წინააღმდეგობას და სიამოვნების მიღება გადავწყვიტე – რას გრძნობდა ქალი, რომელიც ზედიზედ სამჯერ გააუპატიურეს! (მარგო, ჯაყოს ხიზნები)
ნაკელიანი თავი დაიბანე შე სიძვის დიაცო, სანამ ჭიხვინი დამიწყია! – ტრანსგენდერი მათე ბიჭის და როსკიპი ეკატერინე II-ს სკანდალური დაპირისპირება – გადაცემაში „სოფლის ორღობე“
გაიგე ვინ შეგესაბამება სექსში ზოდიაქოს მიხედვით, ან რომელი ზოდიაქოს ნიშნებია ყველაზე მაგარი საწოლში. ყველაზე ვნებიანი მშვილდოსნები: ჯაყო, ძიძია, ფატმან-ხათუნი, საფარ-ბეგი… ყველაზე ტემპერამენტიანი ქალწულები: სიძვის დიაცი, გალაკტიონი, ბესიკი, განდეგილი… ყველაზე კდემამოსილი კუროები: თეიმურაზ ხევისთავი, მელქისედეკ კათალიკოსი, აბო თბილელი…
თინათინის და ავთანდილის, საწოლში გადაღებული პიკანტური ფოტოები (+ფოტო)
როგორ დავიკლოთ სამ დღეში 15 კილოგრამი, ლუარსაბის დიეტა!
ვინ არის ქართველი ქალბატონი, რომელსაც შიშველი მკერდი დაუშანთეს;
ნახეთ როგორ იქცევა ძაღლი პატრონის დანახვისას და რამდენად დაუნდობელია ადამიანის ბუნება (მუმუ)
ეროტიკა ქართულ ფლორაში! (+18) – (ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადაჰხვეოდა იასა)
ვერსია 1: ამ ვიდეოს ბოლომდე ვერ უყურებთ: სადო-მაზოხიზმი – ნახეთ რას უშვება ქმარი ურჩ ცოლს! ვერსია 2: სკანდალი პიტიახშების ოჯახში: როდის იყო დედათა და მამათ ერთად ეჭამოს პური?! „თმით მოთრეული“ ცოლი და ასტამის „ხეთქნვა“ შიგ სახეში!
სკანდალი: შავ რაშზე ამხედრებული მამაო თრიაქს სწევს!
თამარ მეფე მეორედ გათხოვდა! ყოფილი ქმრის – გიორგი რუსის კომენტარი და მათი თანაცხოვრების დღემდე უცნობი დეტალები!
ახალი მიმდინარეობა – ლამბერსექსუალები! ყველაზე ლამაზი, ქართველი, ლამბერსექსუალი ქალების ათეული!
რატომ უფურთხებდა ლამაზისეული საჭმელში ლუარსაბს და დარეჯანს და როგორ გახდა ის ტრეფიკინგის მსხვერპლი ქემალფაშაში – მდაბიო მოახლის აღიარება, ფარცხანაყანეველი – თალიკოს შოუში!
აღდგომა ყველაზე მაგარი დღესასწაულია, ყველა ჩამოსული თავის სოფელში რომ მიეთრევა და ტიფლისში მარტო ვრჩები – ინტერვიუ ჩხოროწყუდან ჩამოფრენილ ხოხობთან!
სიკვდილი ორგაზმის დროს და შაგრენის ტყავის მიერ ახდენილი უკანასკნელი სურვილი – ეს ისტორია ცრემლს მოგგვრით!
ვინ ემუქრებოდა გაუპატიურებით ისიდორა კავაბურიო დე ლოს ლანოსს და რა იყო მისი უკანასკნელი სიტყვები – გადადი ლინკზე და ნახე, როგორ ანაწევრებს მას მიგუელ დიასი!
მეექვსე თითი ფეხზე – ანომალია, თუ ფაქტი, რამაც და-ძმა ინცესტისგან იხსნა?!
თქვენ ნაკუწებად აქციეთ ორი, საყვარელი და სათნო მოხუცი, რას გრძნობდით ამ დროს? – რასკონლიკოვი, გადაცემაში “გვერდხედი”
გქონდათ თუ არა სექსი საკუთარ შვილებთან? – ჰერას და ზევსის სიმართლის დრო.
კომენტარი