სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ჯანელიძე საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მიმართავს

იუმორისტი გიორგი ჯანელიძე „კაცების შოუდან“ საქართველოს მომავალ პრეზიდენტს მიმართავს.

“ვინც არ უნდა იყო, საქართველოს პრეზიდენტი 2014-2018 წლებში, შენ :

1. უნდა დატოვო პარლამენტი ქუთაისში.

2. სანამ პუტინია, გინდა ელაქუცო, გინდა-არა, არ უნდა დათმო სუვერენიტეტი.

3. ქართველ მძღოლებებს უნდა გვაიძულო, გზაზე მოძრაობის წესები დავიცვათ.

4. ეკონომიკა, ყოველწლიურად 8%-ით მაინც ზარდო.

5. ველორიქშა იყიდე და წელიწადში 1 დღე ჩვეულებრივ მოკვდავებს უფასოდ მოგვემსახურე, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენ სატრანსპორტო საშუალებაზე, მოქმედი პრეზიდენტი უკვე იჯდა.

შეგიძლიათ განავრცოთ უცენზურობების გათვალისწინებით.“-წერს ჯანელიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100