სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეხვედრა ადიგენის მოსახლეობასთან

ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე. მისი განმარტებით, სწორედ ადიგენზე გაივლისჩრდილოეთ–სამხრეთის და აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალები, რაც დიდ ბიძგს მისცემს მთლიანად რეგიონის განვითარებას დაადიგენში ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს . გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი–გიორგი კოპაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, ბოლო 4 წლისგანმავლობაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმიმართულებებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოფლის მეურნეობას, ინფარსტრუქტურულ პროექტებს, წარმოების განვითარებას. მანვე ხაზიგაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას, რაც მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.„დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლესსასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთსწორ მიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ,“–აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახულიმიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია. „ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდაგავერთიანდეთ და უზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდებისუკეთესი განათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელისიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა,“–განაცხადა მთავრობის მეთაურმა ადიგენისმოსახლეობასთან შეხვდერისას.ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემმხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში ყველა ისსიკეთე, რასაც ჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა. „მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.
(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100