სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21.03 - 20.04)

არ ენდოთ სიტვაზე ყველაზე უახლოეს ადამიანებსაც კი, მათ შეუძლიათ შეცდომაში შეგიყვანონ, ისე რომ შესაძლოა ეს არც უნდოდეთ.... კარგად გაანალიზეთ მიმდინარე მოვლენები, დღეს სწორი გადაწყვეტილების მიღება არ გაგიჭირდებათ, თუ სწორად შეაფასებთ გარემოს.

კურო (04.21 - 05.21)

თქვენ ვერავის მოატყუებთ, თუნდაც მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ტყუილი, როგორც ასეთ შემთხვევებში ამბობენ, გადარჩენისთვისაა. ის გამოაშკარავდება და ზალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდებით.

ტყუპები (22.05 - 21.06)

ყურადღება არ უნდა მიაქციოთ არაკეთილსინდისიერ და შურიან ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა ამ დროს გააქტიურდნენ.

კირჩხიბი (22.06 - 22.07)

დღე, როდესაც ინიციატივა არათუ დასჯადი არ გახდება, არამედ ძალიან გაგიმართლებთ. თუმცა, პირველ რიგში, ეს ყოველდღიურ საკითხებს უნდა ეხებოდეს, რომლებიც დღესასწაულამდე უნდა გადაწყდეს.

ლომი (23.07 - 21.08)

დღე, როდესაც საბანკო ბარათზე მოულოდნელი თანხა დაგიჯდებათ, ასე რომ, მარტივად შეძლებთ წინასადღესასწაულო შესყიდვების გაკეთებას, იმდენად, რომ საკუთარ თავს უარს არაფერზე ეტყვით.

ქალწული (08.22 - 09.23)

ვინც კარგად ისვენებს, კარგად მუშაობ, დღე ხელსაყრელია დასვენებისთვის,დასვენება უფრო პასიური სჯობს, მაგრამ არც ფიზიკური ვარჯიშები უნდა დაივიწყოთ.

სასწორი (24.09 - 23.10)

დღე, როდესაც თქვენ შეძლებთ გარისკოთ, მაგალითად, ლატარიის ბილეთის შეძენით. ერთის მხრივ, მოგების დიდი ალბათობაა, მეორეს მხრივ, რომც არ მოიგოთ, არაფერს დაკარგავთ.

მორიელი (24.10 - 22.11)

დღეს არასასურველია თმის შეჭრა და შეღებვა - განსაკუთრებით ღია ფერებში, ამან შესაძლოა საუკეთესოდ არ იმოქმედოს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გამოიწვიოს დეპრესიაც კი.

მშვილდოსანი (11.23 - 12.21)

დღე, როდესაც შეძლებთ დაიწყოთ ყველაზე გაბედული გეგმების განხორციელებას. ასეთი გეგმების განხორციელება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სჯერა საკუთარი ძალების.

თხის რქა (12.22 - 01.20)

ამ დღეს კითხვებზე პასუხის პოვნა არ გაგიჭირდებათ. თუ რამის გაგება გსურთ, შესაფერი დროა, დღეს ყველას გაუჭირდება დაგიმალოთ სიმართლე, ამიტომ, დაუსვით მათ ის კითხვები, რაც დიდი ხანია გაინტერესებთ.

მერწყული (21.01 - 18.02)

ამ დღეს ადვილად მიხვდებით, ვინ გეუბნებათ მართალს და როდის გატყუებენ.

თევზები (19.02 - 20.03)

თუ რაიმე გაქვთ დასამალი, შეეცადეთ შეზღუდოთ კომუნიკაცია დაინტერესებულ ადამიანებთან, კითხვების დახმარებით სიმართლეს აუცილებლად გამოგტყუებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100