ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. ამ ინფორმაციას პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ახლადარჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი მიწვევით მიემგზავრება.
ინაუგურაციის ცერემონია ქალაქ ანკარაში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები დაესწრებიან.
ინაუგურაციის ცერემონიის გარდა, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.
კომენტარი