სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სავარაუდოდ 2 ინფიცირებული დაგვემატა" - სოფელ ღვანკითში კორონავირუსის მაჩვენებლები იზრდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსის ინფიცირებულთა რაოდენობა სავარაუდოდ 12-მდე გაიზრდება.

ეპიდემიოლოგების მიერ გაკეთებული 18 ანალიზიდან, ორი სავარაუდოდ, დადებითია. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრებელი არ შემოწმდება.

ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 723 ადამიანს ჩაუტარდა.

"გვაქვს კიდევ ორი სავარაუდო დადებითი შედეგი. თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ მოხდება სოფლის სრულად შესწავლა, ეს გაგრძელდება სავარაუდოდ, ორი დღე. ყველა ბლოკ-საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას და ასე იქნება იქამდე, ვიდრე სოფელში რისკის დონე არ იქნება ნულამდე დასული"- აცხადებს შალამბერიძე.

რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია რამდენიმე საათში დაიწყებს მუშაობას.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2, 438 ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100