"ერთი მიცვალებული იქით არის, ვერ ამოიცნეს, თავი არ აქვსო, გვერდზე გდია დაბლაო, ძირს გადმოაგდოო ამ დარტყმით წნევამო" - ადგილობრივები დიღომში მომხარ აფეთქებაზე
დიდ დიღომში მმხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით სამი ადამიანი გარდაიცვალა, დაშვავებული 5, რომელთა შორის 4 ბავშვია და ერთი არასრულწლოანი.
მომხდარის შესახებ საუბრობენ ადგილობრივები.
ადგილობრივი „კურიერთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ამოცნობა ვერ ხერხდება.
„მეც აქ მოვისმინე, ერთი მიცვალებული იქით არის, ვერ ამოიცნეს, თავი არ აქვსო. გვერდში გდია დაბლაო, წაიყვანეს თუ არა, არ ვიცი. ძირს გადმოაგდოო ამ დარტყმით წნევამო,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილზე ასევე იმყოფება საბურთალოს გამგებელი, რომელმაც მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაზის გაჟონვაა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა გაზის სუნი, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა მათ თქვეს რომ პრობლემა არ იყო და ტერიტორია დატოვეს.
კომენტარი