სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტოობა უძილობის გამომწვევი მიზეზია...

მარტოხელა ადამიანებს ღამით ძილი ძალიან უჭირთ - მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მარტოობას შესწევს ძალა ადამიანს თავი უბედურად აგრძნობინოს და ამავდროულად, სერიოზული ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობას 100 მარტოსული და დაქორწინებული ქალბატონი იღებდა. როგორც აღმოჩნდა, მარტოხელა ქალბატონებს ღამის განმავლობაში ძილის შეწყვეტა მინიმუმ ოთხჯერ შეუძლიათ, ხოლო კვლავ ჩაძინება დიდ პრობლემას წარმოადგენს. დაქორწინებული ქალბატონები კი უწყვეტი ძილით არიან გაფუფუნებულნი.

სწორედ მსგავსი სიტუაცია იწვევს მარტოხელა ქალბატონების პრობლემებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კარგი ძილი ორგანიზმისთვის აუცილებელი პირობაა!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100