გუდაურში წიგნის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა
ღონისძიება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მხარდაჭერით ჩატარდა. მთელი დღის განმავლობაში სასტუმროს ტერიტორიაზე15-მდე გამომცემლის წიგნები იყო გამოფენილი, მსურველებს საშუალება მიეცათ შეეძინათ მათთვის სასურველი წიგნები საკმაოდ დაბალ ფასად.
„წიგნის ფესტივალს“ სტუმრობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე ქართველი და უცხოელი ტურისტებიც. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ბავშვებისთვის გამოყოფილი იყო სპეციალური გასართობი კუთხე.
ფესტივალს ესწრებოდნენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც მთის კურორტების განვიტარების თემაზე ლექცია მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა ჩაუტარა.
ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს, ივნისის თვის პირველ კვირას გაიმართება.
კომენტარი