პან გი მუნი კენჭს ხელმეორედ იყრის
პან გი მუნიმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას ხელმეორედ აპირებს. ამ დრომდე ამ პოსტის დასაკავებლად პრეტენზია არც სხვა კანდიდატს განუცხადებია. სამხრეთკორეელი დიპლომატი ამბობს, რომ ის კვლავაც იმუშავებს, რათა გლობალური ცვლილებების ეპოქაში თავისი წვლილი შეიტანოს.
ნიუ-იორკში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე პან გი მუნმა აღნიშნა, რომ თუკი გაეროს წევრი სახელმწიფოები მას მხარს დაუჭერენ, ის კვლავაც მზადაა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ე.წ. ხიდების გადების პოლიტიკა გაარძელოს. ამასთან, განაცხადა, რომ ის კვლავაც შეურიგებელი იქნება ადამიანის უფლებათა უგულებელყოფის მიმართ.
გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე პან გი მუნის კანდიდატურის მიმართ თავისი მხარდაჭერა უკვე დააფიქსირეს საფრანგეთმა და ჩინეთმა.
კომენტარი