"ეს არის რადიკალების დასტვენილზე ცეკვა, ვერ შემაშინებენ" - ნატა ფერაძე დააკავეს
სტალინის გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის საქმეზე ნატა ფერაძეს პატიმრობა შეეფარა.- ქალი, რომელიც პოლიციას ჩალაგებული ბარგით სახლში ელოდებოდა, ჯერ სამართალდამცველებმა დიდ ალყაში მოაქციეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და ბოლოს საპატიმროში წაიყვანეს.
9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.
მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
იმავე დღეს გაირკვა, რომ ხატი საკათედრო ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა შესწირეს.
ამის შემდეგ ქუჩაში პრორუსული, აგრესიული დაჯგუფება გამოვიდა, "ალტ-ინფოს" აგრესიული წევრები აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ და მისი დასჯა მოითხოვეს.
რადიკალების გააქტიურების პარალელურად კი "ქართულმა ოცნებამ" საგანგებო ბრიფინგით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ მმართველი პარტია საკანონმდებლო ცვლილებებს დააინიცირებს, რომ რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყო.
კომენტარი